ორალური ალერგიული სინდრომი

ორალური ალერგიული სინდრომი

რა არის ორალური ალერგიული სინდრომი?

ორალური ალერგიული სინდრომი ალერგიული რეაქციაა გარკვეულ საკვებზე, მაგალითად, ხილზე, ბოსტნეულსა თუ თხილეულზე.

დიაგნოზი მოსალოდნელია თუ ანამნეზში გაქვთ ალერგია მცენარეებზე, ბალახზე ან სხვა ყვავილის მტვერზე.

რეაქციისგან თავი რომ აირიდოთ ნუ მიირთმევთ იმ საკვებს, რომელიც თქვენს ორგანიზმში ალერგიულ გაღიზიანებას იწვევს.

ორალური ალერგიული სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ტუჩის, ენის ან ყელის ქავილი, მსუბუქი შეშუპება, ჩხვლეტის შეგრძნება;
  • მუწუკისმაგვარი ამობურცულობები პირზე.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • გულისრევა;
  • კანის ქავილი, სიწითლე, შეშუპება;
  • ალერგიული გამონაყარი;
  • ძალიან იშვიათია სუნთქვის გაძნელება და სხვა მწვავე რეაქცია.

ორალურ ალერგიულ სინდრომს იწვევს ხილი, ბოსტნეული და თხილეული. ეს საკვები შეიცავს იმ ცილას, რომელიც ძალიან ჰგავს ყვავილის მტვრის პროტეინს, შესაბამისად, ორგანიზმი რეაგირებს.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23996-oral-allergy-syndrome#symptoms-and-causes