ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საუკუნის პროგრესირებად დაავადებაზე.
ჰემოროიდული დაავადების ჩამოყალიბების გამშვები მექანიზმი კავერნოზული სტრუქტურების არტერიო-ვენური ანასტომოზების ფუნქციური მოშლილობა და ჰემოროიდებში სისხლის ჭარბი მიდინებაა.
დაავადებას ახასიათებს გამწვავებისა და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა.
აუცილებელია პირველივე უსიამოვნო სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართოთ პროქტოლოგს - შესაძლოა დისკომფორტის გამომწვევი მსხვილი ნაწლავის გაცილებით სერიოზული და სახიფათო პათოლოგია იყოს, შესაბამისად, დროულად გაიარეთ კონსულტაცია.
ბუასილი, ჰემოროიდული კვანძი გადიდებული, შეშუპებული ვენაა ანუსსა და სწორ ნაწლავში. შეიძლება იწვევდეს ტკივილს, დისკომფორტსა და სისხლდენას.
სტატისტიკურად, ყოველი 20 ამერიკელიდან ერთს სიმპტომური ბუასილი აქვს. ჰემოროიდული დაავადების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად - 50 წელს გადაცილებულ პირებში დიაგნოზი ხშირია. სიმპტომური ბუასილისგან არავინაა დაზღვეული, თინეიჯერებიც კი.
რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი წონა, სიმსუქნე;
- ორსულობა;
- რაციონში მცირე დოზითაა საკვები ბოჭკო;
- ქრონიკული შეკრულობა ან დიარეა;
- რეგულარულად გიწევთ მძიმე ნივთების აწევა;
- დიდ დროს ატარებთ უნიტაზზე;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- კუჭის მოქმედებისას გიწევთ ჭინთვა, ზეწოლა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15120-hemorrhoids