თუ ბავშვი ღამით ტირილით იღვიძებს

თუ ბავშვი ღამით ტირილით იღვიძებს

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • შიმშილი;
  • აირები;
  • კბილების ამოჭრა;
  • ჯანმრთელობის პრობლემა;
  • ცუდი სიზმარი;
  • ძილის რეგრესია.

სრულებით არ არის გასაკვირი, რომ ბავშვს, რომელსაც ამ დრომდე მშვიდად ეძინა, მოულოდნელად ძილთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდეს. ხშირად 6 თვის ასაკის ჩვილები ზედმეტად არიან მიკედლებულნი დედას ან პარტნიორს, ანუ ავლენენ განშორებითი შფოთვისთვის დამახასიათებელ ჩვევას; აუცილებელია პატარა ადამიანმა იგრძნოს რომ ყველაფერი რიგზეა და ძილის დროა. ჭირვეულობისას ბავშვის გვერდით უნდა იყოთ და დაამშვიდოთ, თუმცა საუბარი მინიმუმამდე შეამცირეთ და საძინებელშიც ნუ გექნებათ კაშკაშა სინათლე. ბავშვი მაქსიმალურად უნდა შეეგუოს ძილის რეჟიმს და ჩვევაში ექცეს.

თუ ძილის რიტმი ქრონიკულადაა დარღვეული, მცდელობის მიუხედავად რეჟიმი არ დასტაბილურდა და უძილობა უარყოფითად აისახება პატარას განვითარებაზე, უნდა მიმართოთ პედიატრს და გაითვალისწინოთ სპეციალისტის რეკომენდაცია.

გახსოვდეთ, მშვიდი ძილი აუცილებელია როგორც ჩვილისთვის, ისე ზრდასრულისთვის.

 

წყარო:  

https://www.babycenter.com/toddler/sleep/why-is-my-toddler-suddenly-waking-up-hysterical-at-night_1292621