ქალაზიონი - როგორ მკურნალობენ მუწუკს ქუთუთოზე?

ქალაზიონი - როგორ მკურნალობენ მუწუკს ქუთუთოზე?

თუ ქუთუთოზე ჯიბლიბოსმაგვარი მუწუკი, წარმონაქმნი შენიშნეთ.

ქალაზიონი შეშუპებული და უმტკივნეულო მუწუკია ქუთუთოზე.

ქუთუთოს პაწაწინა ჯირკვალი აქვს, რომელიც თვალის დასატენიანებლად ცხიმოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს. როდესაც რომელიმე ეს ჯირკვალი იხშობა ქალაზიონი ვითარდება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იკურნება სახლის პირობებში. ძირითადად, ქრება ერთ თვეში ან უფრო ნაკლებ დროში.

დაუშვებელია ქალაზიონის ამორწყვა - ხელით მექანიკური გაღიზიანებისას მნიშვნელოვნად იზრდება ანთებისა და ინფექციის რისკი. რეკომენდებულია სუფთა ქსოვილი თბილ წყალში დაასველოთ და დაზიანებულ თვალზე 15 წუთის განმავლობაში დაიფინოთ. დახურული ცხიმოვანი ჯირკვლების გასახსნელად ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში მინიმუმ სამჯერ.

ვიდრე ქალაზიონი გაქვთ ნუ გამოიყენებთ თვალისთვის განკუთვნილ კოსმეტიკას.

ნუ შეეხებით თვალს ხშირად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელები წყლითა და საპნით არ გაქვთ დამუშავებული.

თუ ქალაზიონი არ განიკურნება სახლის პირობებში ჩატარებული მკურნალობის ფონზე ან მდგომარეობა მიიღებს ქრონიკულ სახეს უნდა მიმართოთ ექიმს.

კლინიკაში ჩატარდება შემდეგი ტიპის ღონისძიებები:

  • ექიმი შეისწავლის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, სამედიცინო ისტორიას;
  • დააკვირდება თვალს, ქუთუთოს, წამწამებს, კანის ტექსტურას;
  • შეაფასებს ქუთუთოს მდგომარეობას თუ რა დონეზეა დახშული ჯირკვალი და სხვა.

დაინიშნება სითხის დრენირება. შეშუპებისა და ანთების შესამცირებლად შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდების ინექციაც.

 

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17657-chalazion