თეძოს ტკივილი

თეძოს ტკივილი

რა უნდა იცოდეთ თეძოს ტკივილის შესახებ?

თეძოს ტკივილი გავრცელებული სიმპტომია, რომლის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, თუნდაც სპორტული ტრავმა ან ართრიტი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში, კერძოდ, მდგომარეობა უმჯობესდება, როდესაც პაციენტი ცოტა ხნით ისვენებს ფიზიკური აქტივობისგან და იღებს შესაბამის ტკივილგამაყუჩებელს. თუმცა მწვავე და ხანგრძლივი დროით მიმდინარე ტკივილი საჭიროებს შესაბამის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

თუ მედიკამენტური თერაპია სასურველ შედეგს არ გამოიღებს ექიმი შემოგთავაზებთ ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციის მიზანია თეძოს მოტეხილობისა თუ სხვა სტრუქტურული დარღვევის აღმოფხვრა.

ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა, მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტი აწუხებს სიარულის გამო, ზოგჯერ სიმპტომი ჩნდება გაღვიძებისას - ხშირად ვლინდება ღამით, რადგან პაციენტი შემთხვევით წვება გვერდულად და უნებლიედ ზეწოლას ახდენს მტკივნეულ თეძოზე.

თეძოს ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ართრიტი;
  • ბურსიტი;
  • ტრავმა;
  • სტრუქტურული მდგომარეობები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თეძოს ტკივილი გაწუხებთ მუდმივად ან სიმპტომი იმდენად ინტენსიურია დაგიქვეითდათ ცხოვრების რიტმი. გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ თეძოს ტკივილი გამოგივლინდათ ავარიის ან წაქცევის შემდეგ.

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21118-hip-pain#possible-causes