რა არის საშვილოსნოს ფიბრომა?
საშვილოსნოს ფიბრომა იზრდება საშვილოსნოში ან საშვილოსნოზე. პატარა ზომის ფიბრომა არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა დიდი ზომის შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა.
ფიბრომა ძალიან გავრცელებული წანაზარდია. ქალების 40-დან 80%-ს აღენიშნება - დიაგნოზი ხშირია 30-დან 50 წლამდე პირებში. ფიბრომა არ აქვს გოგონას, რომელსაც ჯერ მენსტრუაცია არ დასწყებია და ასევე იმ ქალებს, რომლებიც შევიდნენ მენოპაუზის ფაზაში.
დიდი ზომის ფიბრომისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
ვიზუალურად ფიბრომა მრგვალი ფორმისაა, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში წანაზარდი სოკოსმაგვარ იერს იძენს.
საშვილოსნოს ფიბრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიკოსების აზრით, საყურადღებოა ჰორმონების როლი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფიბრომა ყალიბდება რეპროდუქციულ ასაკში.
რისკ-ფაქტორებია: