საშვილოსნოს ფიბრომა

საშვილოსნოს ფიბრომა

რა არის საშვილოსნოს ფიბრომა?

საშვილოსნოს ფიბრომა იზრდება საშვილოსნოში ან საშვილოსნოზე. პატარა ზომის ფიბრომა არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა დიდი ზომის შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა. 

ფიბრომა ძალიან გავრცელებული წანაზარდია. ქალების 40-დან 80%-ს აღენიშნება - დიაგნოზი ხშირია 30-დან 50 წლამდე პირებში. ფიბრომა არ აქვს გოგონას, რომელსაც ჯერ მენსტრუაცია არ დასწყებია და ასევე იმ ქალებს, რომლებიც შევიდნენ მენოპაუზის ფაზაში. 

დიდი ზომის ფიბრომისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები: 

• მენსტრუაციისას ძლიერი ან მტკივნეული სისხლდენა; 
• სისხლდენა ციკლს შორის; 
• შებერილობა და სისავსის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში; 
• ხშირი შარდვა; 
• ტკივილი ინტიმური კავშირის დროს; 
• წელის ტკივილი; 
• შეკრულობა; 
• ქრონიკული ვაგინალური გამონადენი;
• პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს არ დაიცალა შარდის ბუშტი; 
• პაციენტს უჭირს მოშარდვა; 
• მუცელი ისეა გაბერილი, რომ შეიძლება ადამიანს ეგონოს ორსულად ხართ.

ვიზუალურად ფიბრომა მრგვალი ფორმისაა, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემხვევაში წანაზარდი სოკოსმაგვარ იერს იძენს. 

საშვილოსნოს ფიბრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიკოსების აზრით, საყურადღებოა ჰორმონების როლი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფიბრომა ყალიბდება რეპროდუქციულ ასაკში. 

რისკ-ფაქტორებია: 

• სიმსუქნე და სხეულის მასის მაღალი ინდექსი;
• ფიბრომათი ავადობის ოჯახური ანამნეზი; 
• არ გყავთ შვილები; 
• პირველი მენსტრუაცია დაგეწყოთ ადრეულ ასაკში; 
• მენოპაუზა დაგეწყოთ გვიან.