მენჯის ძვლის მოტეხილობა

მენჯის ძვლის მოტეხილობა

რა იწვევს მენჯის მოტეხილობას?

მენჯის მოტეხილობა ნიშნავს იმას, რომ მენჯის არეში ერთი ან რამდენიმე ძვალია მოტეხილი.

მსუბუქი დაზიანება სპეციალურ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს და დროთა განმავლობაში იკურნება, თუმცა მწვავე მოტეხილობისას აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

მენჯის ძვლის მსუბუქი დაზიანება გავრცელებულია ხანდაზმულ პირებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია ძვლის დასუსტებით მიმდინარე პათოლოგიები. მენჯის ძვლის მწვავე მოტეხილობა ხშირად ფიქსირდება 15-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში.

ეს დიაგნოზი ძალიან გავრცელებული არაა, მაგალითად, თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს აღმოვაჩენთ, რომ ზრდასრულებში ძვლის მოტეხილობას შორის მხოლოდ 3% მოდის მენჯზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მენჯის ძვლის მოტეხილობის მიზეზებია ავარია ან სიმაღლიდან ჩამოვარდნა.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი საზარდულის, ბარძაყის ან წელის არეში;
  • ტკივილი მწვავდება ფეხის გამოძრავებისას ან მაშინ, როდესაც პაციენტი სიარულს ცდილობს;
  • დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ფეხსა თუ საზარდულში;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • მოშარდვის პრობლემა;
  • პაციენტს უჭირს ფეხზე დგომა ან გადაადგილება.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22176-pelvic-fractures