როცა ადამიანს ხელისგული წითელი აქვს

როცა ადამიანს ხელისგული წითელი აქვს

რა არის ხელისგულის ერითემა?

ხელისგულები უწითლდება. ხელისგულზე შეხებისას შესაძლოა შეიგრძნოთ სიმხურვალე, მაგრამ არ არის შეშუპებული, მტკივნეული და არ იწვევს ქავილს.

კანის შედარებით მუქი ტონის შემთხვევაში სიწითლისა თუ ვარდისფერი შეფერილობის ნაცვლად ხელისგული ნორმალურთან შედარებით მუქია.

ერითემას დროს ხელისგულის სიწითლე გამონაყარს მოგაგონებთ - ზეწოლის/დაჭერის შემთხვევაში კანი ფერმკრთალდება.

სიწითლის ინტენსივობა დამოკიდებულია ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე.

პირველადი ხელისგულის ერითემა ფიზიკური სიმპტომია და სხვა მდგომარეობის გამო არაა წარმოქმნილი. ხელისგულის პირველადი ერითემას ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი ორსულობაა. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში იდიოპათიურია, ანუ გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.

მეორეული ხელისგულის ერითემა პათოლოგიის, მაგალითად, ღვიძლის რომელიმე დაავადების სიმპტომია.

ხელისგულის სიწითლეს იწვევს შემდეგი მდგომარეობებიც:

  • თირეოტოქსიკოზი;
  • ავტოიმუნური დაავადებები;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • C ჰეპატიტი;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
  • თამბაქო;
  • ძუძუს მეტასტაზური კიბო;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/320593