აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი - HTI Center-ის ოქროს პარტნიორი გახდა

აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი - HTI Center-ის ოქროს პარტნიორი გახდა

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი HTI Center-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე და ჩვენი კომპანიის ექსპერტი, ექიმი რადიოლოგი ვასილ გერგედავა სპეციალური ვიზიტით აჯიბადემის კლინიკათა ქსელს ესტუმრნენ.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი HTI Center, როგორც სწრაფად მზარდი და პაციენტის ინტერესებზე მორგებული კომპანია, ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს პარტნიორთა სიას და მუდმივად ახალ მიმართულებას და სამედიცინო შემოთავაზებებს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენი ამოცანაა, შევისწავლოთ პაციენტის საჭიროებები და დავაკავშიროთ ისინი შესაბამის დაწესებულებებთან. იმავდროულად, მთელი პროცესის განმავლობაში შევინარჩუნოთ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი და დავრწმუნდეთ პროცესის შედეგიანობაში. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კლინიკებთან, ასევე ყველაზე პრესტიჟულ და წარმატებულ კლინიკებთან და ჰოსპიტალებთან საზღვარგარეთ.

სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ადგილობრივი მომხმარებლისთვის, საქართველოს გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, თურქეთის სამედიცინო სფერო იწვევს მაღალ დაინტერესებას, ყველაზე მისაღები და კომფორტულიც ბოლო წლებში სწორედ ეს მიმართულება აღმოჩნდა. სულ რაღაც 2 ათეული წლის წინ თურქეთიდან პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ სამედიცინო სერვისის მისაღებად,დღეისათვის კი მსოფლიოს სამედიცინო ელიტა აღიარებს თურქეთის მომსახურებას, როგორც ყველაზე ხარისხიანს მსოფლიოში. ჩვენი ორგანიზაცია, თურქეთის არაერთ კლინიკასთან თანამშრომლობს, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ერთგული პარტნიორი აჯიბადემის კლინიკათა ქსელია.

 

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი HTI Center-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე და ჩვენი კომპანიის ექსპერტი, ექიმი-რადიოლოგი ვასილ გერგედავა სპეციალური ვიზიტით აჯიბადემის კლინიკათა ქსელს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი საპარტნიორო მემორანდუმი გაფორმდა, აჯიბადემის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ექსკლუზიური ფასები და პირობები შესთავაზა ჩვენს კომპანიას, სწორედ სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებს აჯიბადემის კლინიკები ჩვენი კომპანიიდან პაციენტებს.

 

Acıbadem Healthcare Group-ი - ეს არის თურქეთის მაღალი ხარისხის სამედიცინო სტანდარტების კლინიკათა ქსელი, რომელიც 1991 წლიდან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და დღეს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია კერძო ჯანდაცვის სფეროში, ასევე მსოფლიოს წამყვან კლინიკებს შორის მოწინავე ადგილზეა პროფესიონალიზმით და სამედიცინო სერვისის მაღალი ხარისხით.  აჯიბადემის ჯგუფი 22 საავადმყოფოსა და 19 ამბულატორიულ კლინიკას აერთიანებს და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ქსელია IHH Healthcare Berhad-ის ეგიდით. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პაციენტები ირჩევენ თურქეთის უდიდეს სამედიცინო ქსელს - აჯიბადემს, რომელიც პაციენტებს სთავაზობს  უახლეს, მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკოს-ექსპერტთა მომსახურებას.

„Achibadem”-ი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც წლის განმავლობაში დაახლოებით 4 500 000 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 30 000-მდე პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. კლინიკა უზრუნველყოფს მომსახურების სრულ პაკეტს, სამედიცინო სერვისს, კომუნალური პირობების უზრუნველყოფით. თქვენ მუდამ გრძნობთ ასისტენტის თანადგომას და არ ხართ უცხო - უცხო მიწაზე. ჩვენი კომპანია კი უზრუნველყოფს თქვენს საიმედო ხელში მოხვედრას, წინასწარ ვგეგმავთ ვიზიტის ყველა დეტალს თქვენთან ერთად და ყველაზე მნიშვნელოვანი, ავადმყოფობის დროს, ხშირად დრო გადამწყვეტია, ჩვენ ეს ვიცით და აბსოლუტური პუნქტუალურობით ვეკიდებით თქვენს ისტორიას.

თუ რა სერვისებს გვთავაზობს თურქეთის უდიდესი სამედიცინო ქსელი, რატომ ვირჩევთ აჯიბადემს და რა სპეციალური შემოთავაზებები ექნებათ ჩვენს პაციენტებს კლინიკაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე პარტნიორთა განყოფილებაში.