სასის ქავილი

სასის ქავილი

რა იწვევს სასის ქავილს?

სასის ქავილთან ერთად შესაძლოა უჩიოდეთ ქავილისა და ჩხვლეტის შეგრძნებას სხეულის სხვა არეშიც. ქინძისთავით გამოწვეული ჩხვლეტისმაგვარი შეგრძნება შესაძლოა გამოვლინდეს პირის ღრუსა და სახის სხვადასხვა მიდამოში.

რეალურად არსებობს ორალური ალერგიული სინდრომი, რომელიც ხშირად ფიქსირდება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქცია ხილსა თუ ყვავილის მტვერზე.

მოსალოდნელია გამოგივლინდეთ ისეთი ნიშნები როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება სასაზე.

გაითვალისწინეთ, ეს მდგომარეობა არ არის პირის წვის სინდრომი, ანუ სასის ქავილი სრულიად სხვა დიაგნოზია.

სასის ქავილს შესაძლოა იწვევდეს შემდეგი მდგომარეობები (სასის ქავილს ერთვის ამ პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები):

  • ალერგია;
  • ჰერპესი;
  • ანაფილაქსია;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • კვებითი ალერგია;
  • ორალური კანდიდოზი;
  • ვირუსული ინფექცია;
  • შფოთვა.

წყარო: 

https://www.teethtalkgirl.com/dental-health/roof-of-mouth-itchy/