სისხლის ცუდი ცირკულაციის ნიშნები

სისხლის ცუდი ცირკულაციის ნიშნები

როგორ ამოვიცნოთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა?

ცირკულაციის სისტემის მეშვეობით მთლიანი სხეული, შესაბამისად, არაერთი ორგანო მარაგდება სისხლით, ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით.

როდესაც გული, ვენა, არტერია, კაპილარები და სხვა სისხლძარღვები ჯანსაღია, უჯრედი ყველაფერს ფიზიოლოგიურად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ითვისებს.

ცუდი ცირკულაციის მიზეზი ფოლაქის დაგროვება, თრომბი ან სისხლძარღვის შევიწროებაა. ვარჯიში და ჯანსაღი კვება პირველი დახმარებაა დარღვეული ცირკულაციის აღსადგენად.

ცუდი ცირკულაცია მოსალოდნელია 40 წელს გადაცილებულებში, ჭარბწონიანებში, ადამიანებში, რომლებიც არააქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, პირებში, ვისაც ანამნეზში დიაბეტი აქვთ.

სისხლის ცუდი ცირკულაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • სიარულის დროს კუნთების ტკივილი და სისუსტე;
  • კანზე ჩხვლეტის შეგრძნება;
  • ფერმკრთალი ან მოლურჯო შეფერილობის კანი;
  • ცივი კიდურები;
  • დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • შეშუპება;
  • ამობურცული ვენები.

ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • თამბაქო;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ათეროსკლეროზი;
  • დიაბეტი;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • პულმონალური ემბოლიზმი;
  • პერიფერიული არტერიის დაავადება;
  • ვარიკოზული ვენები;
  • სიმსუქნე;
  • რეინოს დაავადება.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21882-poor-circulation