რა არის ქალაზიონი?
ქალაზიონი შეშუპებული და უმტკივნეულო მუწუკი, წარმონაქმნია ქუთუთოზე.
ქუთუთოს პაწაწინა ჯირკვლები აქვს, რომელიც თვალის დასატენიანებლად ცხიმს წარმოქმნის. როდესაც ეს ჯირკვალი იბლოკება ქალაზიონი ჩნდება.
თავდაპირველად მუწუკი მტკივნეულია, თუმცა დროთა განმავლობაში დისკომფორტს აღარ იწვევს. გავრცელებულია 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებში - ბავშვებში იშვიათია.
ქალაზიონის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:
- მსუბუქი გაღიზიანება;
- დიდი ზომის ქალაზიონისას ბუნდოვანი მხედველობა;
- მთლიანი ქუთუთოს შეშუპება.
ქალაზიონი არ არის გადამდები - მას არ იწვევს ბაქტერიული ინფექცია, შესაბამისად, ერთი ადამიანიდან მეორეზე ვერ გავრცელდება.
ქალაზიონისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით მოსალოდნელია შემდეგ შემთხვევებში:
- ადრეც გქონდათ ქალაზიონი;
- ქუთუთოს ქრონიკული ანთება გაქვთ;
- ანამნეზში რომელიმე კანის დაავადება;
- მშრალი კანი;
- ჰორმონული ცვლილებები.
გაითვალისწინეთ, თუ ქალაზიონი დიდი ზომისაა შესაძლოა შეგეზღუდოთ მხედველობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17657-chalazion
