კბილის აბსცესის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა.
პერიაპიკალური აბსცესი ჩნდება ფესვის წვერზე, ხოლო პერიოდონტალური ფორმა ფესვის გარშემო, ღრძილზე.
კბილის აბსცესის რისკ-ფაქტორებია: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, რაციონში ჭარბი დოზით შაქრის შემცველი საკვები და სასმელი, პირის ღრუს სიმშრალე.
აუცილებელია დროული ჩარევა, რადგან აბსცესის დრენირების გარეშე ინფექცია ყბის, კისრის ან თავის სხვა არეში გავრცელდება, შესაბამისად, სერიოზული გართულების რისკი მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს.
სტომატოლოგი დიაგნოსტირებისთვის დანიშნავს:
მკურნალობის ძირითადი მიზანი ინფექციის აღმოფხვრაა და ამისთვის ინიშნება ჩირქის დრენირება. ზოგჯერ დაზიანებული კბილის შენარჩუნება შეუძლებელია და სტომატოლოგი საჭიროდ თვლის ამოღებას.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში (როდესაც ინფექცია გავრცელებულია ახლომდებარე კბილზე) ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tooth-abscess/diagnosis-treatment/drc-20350907
