როგორ მკურნალობენ კბილის აბსცესს

როგორ მკურნალობენ კბილის აბსცესს

კბილის აბსცესის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა.

პერიაპიკალური აბსცესი ჩნდება ფესვს წვერზე, ხოლო პერიოდონტალური ფორმა ფესვის გარშემო, ღრძილზე. 

კბილის აბსცესის რისკ-ფაქტორებია: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, რაციონში ჭარბი დოზით შაქრის შემცველი საკვები და სასმელი, პირის ღრუს სიმშრალე. 

აუცილებელია დროული ჩარევა, რადგან აბსცესის დრენირების გარეშე ინფექცია ყბის, კისრის ან თავის სხვა არეში გავრცელდება, შესაბამისად, სერიოზული გართულების რისკი მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს.

სტომატოლოგი დიაგნოსტირებისთვის დანიშნავს: 

• ფიზიკური გასინჯვა - სამედიცინო ინსტრუმენტით ზეწოლისას ფესვზე ჩირქის შემთხვევაში პაციენტს აუცილებლად ექნება მგრძნობელობა;
• რენტგენი აბსცესის იდენტიფიცირებისა და ასევე იმის დასადგენად ხომ არ გავრცელდა ინფექცია;
• ინფექციის სხვა არეში გავრცელების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობის ძირითადი მიზანი ინფექციის აღმოფხვრაა და ამისთვის ინიშნება ჩირქის დრენირება. ზოგჯერ დაზიანებული კბილის შენარჩუნება შეუძლებელია და სტომატოლოგი საჭიროდ თვლის ამოღებას. 

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში (როდესაც ინფექცია გავრცელებულია ახლომდებარე კბილზე) ინიშნება ანტიიოტიკოთერაპია.

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tooth-abscess/diagnosis-treatment/drc-20350907