რა იწვევს ყელის ქავილს?
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყელის ქავილის მიზეზია ალერგიული რეაქცია ან სავსებით შესაძლებელია რამე გამღიზიანებელი ჩაისუნთქეთ. ზოგჯერ ყელის ქავილი დაავადების ადრეული ნიშანია.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
ყელის ქავილი აღიქმება როგორც:
- ქავილი;
- შეშუპება;
- მოფხაჭნა.
როგორც წესი, ყელის ქავილი არ წარმოადგენს ემერჯენსი სიმპტომს, თუმცა ნამდვილად შემაწუხებელია.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ყელის ქავილი გაგიმწვავდათ ან თან ერთვის ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- სუნთქვის გაძნელება;
- ტკივილი ყლაპვის დროს;
- ხიხინი.
დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის სამედიცინო ისტორიას და დაინტერესდება თუ რა სიტუაციაში გამოგივლინდათ სიმპტომი. მონიტორინგისთვის მოსალოდნელია საჭირო გახდეს კვების ჟურნალის წარმოება - ანუ უნდა ჩაიწეროთ რომელ საკვებზე გქონდათ რეაქცია.
ყელის ქავილის ჩივილისას ხშირად ინიშნება ალერგიული ტესტიც. თუ ალერგიული რეაქცია დაგიდასტურდათ დაგენიშნებათ ანტიჰისტამინები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/itchy-throat#treatment
