გასტროპარეზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

გასტროპარეზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

თუ თქვენი დიაგნოზი გასტროპარეზია.

გასტროპარეზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც მოშლილია კუჭის კუნთების სპონტანური მოძრაობა. გასტროპარეზისას ირღვევა საკვების მონელების ფიზიოლოგიური პროცესი და კუჭიც სათანადოდ ვერ იცლება.

ბევრი პაციენტი არ უჩივის სპეციფიკურ სიმპტომებს. თუმცა სიმპტომური მიმდინარეობისას გასტროპარეზისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მუცლის შებერილობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • მცირე ულუფაც კი მარტივად განაყრებთ და ხანგრძლივი დროით შიმშილს ვერ გრძნობთ;
  • მოუნელებელი საკვები რამდენიმე საათში უკან ამოგაქვთ;
  • მჟავა რეფლუქსი;
  • ცვლილება სისხლში შაქრის დონესთან დაკავშირებით;
  • არ გაქვთ ჭამის სურვილი;
  • წონის კლება;
  • ორგანიზმი განიცდის საკვები ნივთიერებების დეფიციტს.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  • სცინტიგრაფია;
  • სუნთქვითი ტესტი;
  • ზედა კუჭ-ნაწლავის ენდოსკოპია;
  • ულტრაბგერა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეფექტურია მედიკამენტური თერაპია.

გასტროპარეზის მკურნალობის კურსისას სიმპტომების გაუმჯობესების ფონზე ორგანიზმის კალორიებითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება აუცილებელია. რაციონს ადგენს ენდოკრინოლოგი ან დიეტოლოგი ინდივიდუალურად პაციენტის ანამნეზსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე დაყრდნობით.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში სითხისა თუ საჭმლის მისაღებად ზოგიერთ პაციენტს დროებით უდგამენ საკვებ მილს.

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gastroparesis/diagnosis-treatment/drc-20355792