რა იწვევს მენჯის ტკივილს?
მენჯის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ინფექცია, ისე შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
მენჯის არეში ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ შემდეგი მდგომარეობების გამო:
- აპენდიციტი;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- შარდის ბუშტის დარღვევები;
- თირკმლის ინფექცია ან თირკმლის კენჭები;
- დივერტიკულიტი;
- კოლიტი;
- თიაქარი;
- ნერვის დაზიანება;
- მენჯის ძვლის მოტეხილობა;
- მენჯის კუნთების სპაზმი ან დაჭიმულობა;
- ფსიქოლოგიური ტკივილი;
- პრობლემა ნაწლავზე.
ქალები მენჯის ტკივილს ყველაზე ხშირად შემდეგი ფაქტორების ფონზე უჩივიან:
- ორსულობა;
- მუცლის მოშლა;
- საშვილოსნოსგარე ორსულობა;
- მენჯის ანთებითი დაავადება;
- მენსტრუალური სპაზმი;
- საკვერცხის კისტა;
- ენდომეტრიოზი;
- საკვერცხის კიბო;
- საშვილოსნოს კიბო;
- საშვილოსნოს ფიბრომა.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მენჯის ტკივილს ერთვის შემდეგი სიმპტომები:
- ვაგინალური სისხლდენა, ლაქები ან გამონადენი;
- ტკივილი მენსტრუაციისას;
- ტკივილი მოშარდვის დროს;
- შეკრულობა ან დიარეა;
- შებერილობა ან აირები;
- რექტალური სისხლდენა;
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
- თეძოს ტკივილი;
- ტკივილი საზარდულის არეში;
- სიცხე.
სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს თუ მენჯის ტკივილი აღმოცენდა მოულოდნელად. ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ თუ მენჯის ტკივილი იმდენად მწვავეა, რომ დაგიქვეითდათ ცხოვრების ხარისხი და დაგერღვათ ყოველდღიური რიტმი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/12106-pelvic-pain