ვიდრე ადამიანს ზარმაცს დაუძახებთ დაფიქრდით, რადგან შეიძლება მისი დიაგნოზი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი იყოს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სერიოზული დაავადებაა, რომელიც იწვევს ტკივილსა და დაუძლურებას. წარმოიდგინეთ ადამიანი იმდენადაა გადაქანცული, რომ ყოველდღიური რუტინული საქმიანობის შესრულებაც კი უჭირს.
მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს გარშემომყოფთა დამოკიდებულება - ბევრი ამ დიაგნოზს არასერიოზულად უყურებს და ნამდვილ დაავადებად არ თვლის.
სამწუხაროდ, თავად ექსპერტებიც, მეცნიერებიც კი ნაკლებად იყვნენ ამ თემით დაინტერესებულები და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად დაიწყეს მუშაობა. სამეცნიერო კვლევები დამუშავების პროცესშია, შესაბამისად, ბევრი არაფერია ცნობილი გამომწვევ მიზეზსა და განკურნების გზებზე.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს და ცხოვრების სტილის შეცვლა თუ სამედიცინო მართვა მხოლოდ სიმპტომურია.
პირველი, რასაც გაიფიქრებთ დასვენება მოუხდებოდაო, თუმცა წარმოიდგინეთ პაციენტი დილით იღვიძებს და ეჩვენება თითქოს რამდენიმე თვეა თვალები არ დაუხუჭია.
პაციენტები აცხადებენ, რომ ქრონიკულ დაღლილობას წინ უძღოდა გარკვეული გარემოებები. კერძოდ:
- გრიპისმაგვარი დაავადება;
- კუჭის პრობლემები ან სხვა ინფექცია;
- ძლიერი ფიზიკური სტრესი, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/184802