რა არის სისტემური ინფექცია?
სისტემური ინფექცია ჩნდება სხვადასხვა ტიპის ინფექციური აგენტის, კერძოდ, ბაქტერიის, სოკოს, ვირუსისა და პარაზიტის გამო.
ინფექციის გამომწვევი ორგანიზმში იჭრება კანიდან, პირის ღრუდან, სქესობრივი კონტაქტისას ან რესპირატორული ტრაქტის მეშვეობით, ტრანსპლაცენტალური გზით.
სისტემური ინფექციის ეტიოლოგიის დასადგენად აუცილებელია კლინიკურად დიაგნოსტირდეს რა გზით შეიჭრა ბაქტერია. სისტემური ინფექცია ნიშნავს იმას, რომ დაავადება ზეგავლენას ახდენს მთლიან სხეულზე, მთლიან სისტემაზე.
ყველაზე გავრცელებული სისტემური დაავადებებია:
- ეპილეფსია;
- ლუპუსი;
- დიაბეტი;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- გაფანტული სკლეროზი;
- ფიბრომიალგია;
- კიბო;
- კისტური ფიბროზი;
- გულის დაავადება;
- ინსულტი;
- ასთმა;
- კრონის დაავადება;
- კუნთოვანი დისტროფია;
- ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.
აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რადგან სისტემური ანთებითი პროცესი გარდაუვალ ზიანს აყენებს ორგანოებს - არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკი.
წყარო:
https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/9781683670438.cmm0007
