რატომ გვეფხანება ხელისგული - ცრურწმენის მიხედვით, ფულს მივიღებთ, თუმცა რას ფიქრობს მედიცინა?

რატომ გვეფხანება ხელისგული - ცრურწმენის მიხედვით, ფულს მივიღებთ, თუმცა რას ფიქრობს მედიცინა?

ხელისგულის ქავილის მიზეზები.

ცრურწმენის მიხედვით, ხელისგულის ქავილი ნიშნავს იმას, რომ ან ფულს გვაჩუქებენ, ან თავად მოგვიწევს გაცემა (მთავარია რომელი გვეფხანება მარჯვენა თუ მარცხენა). თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით ხელისგულის ქავილს გარკვეული მიზეზები აქვს და თუ ამ დისკომფორტს სხვა სიმპტომებიც ერთვის ზოგჯერ სერიოზული პათოლოგიის მანიშნებელია.

ეს სიმპტომი ხშირად ჩნდება ხელის ეგზემას ფონზე. ხელის ეგზემა არ არის გადამდები და სტატისტიკურად, ეს დიაგნოზი აშშ-ში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს.

დიაგნოზისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები როგორიცაა: 

• ხელისგულის ქავილი; 
• კანის შეფერილობის ცვლილება; 
• მშრალი კანი; 
• ბებერები.

ხელის ეგზემა ხშირად აწუხებთ იმ პირებს, ვინც მუშაობს ისეთ სივრცეში (ეწევა ისეთ საქმიანობას), სადაც ფიქსირდება კიდურის ზედმეტი დატენიანება/დასველება ან ძლიერი ქიმიკალები. საყურადღებოა გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

ზოგჯერ ხელისგულის ქავილის მიზეზია ალერგიული რეაქცია. კონტაქტური დერმატიტის ნიშნები ვლინდება ალერგენთან კონტაქტიდან 24-48 საათში.

ხელისგულის ქავილს შესაძლოა იწვევდეს სხვა მიზეზები: 

• დიაბეტი; 
• მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• ციროზი; 
• ხელის ნერვის დაზიანება.

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/321047#causes