რა არის პერიიმპლანტიტი?
ზოგჯერ დენტალური იმპლანტი ინფიცირებული ხდება და იმპლანტის გარშემო რბილ ქსოვილებში ანთებითი პროცესის მიზეზია - ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე პერიიმპლანტიტი ეწოდება.
პერიიმპლანტიტი პათოლოგიური პროცესია, რომელიც იმპლანტის გარშემო მდებარე ქსოვილების დაზიანებას იწვევს; ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებითა და იმპლანტის ირგვლივ ძვლის პროგრესირებადი დესტრუქციით.
პერიიმპლანტიტის სიმპტომები ისეთივეა როგორც ღრძილის დაავადებას ახასიათებს, კერძოდ: იმპლანტების გარშემო ღრძილი წითელი და გაღიზიანებულია, კბილების გამოხეხვისას სისხლმდენი.
როგორც ბუნებრივ კბილს სჭირდება პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა (რეგულარული კბილების გამოხეხვა, სტომატოლოგთან ვიზიტი) ზუსტად იგივე მიდგომაა საჭირო დენტალური იმპლანტის დროს.
პერიიმპლანტიტის გამომწვევი სხვა რისკ-ფაქტორებია:
- თამბაქო;
- დიაბეტი;
- ყურადღებას არ აქცევთ კბილის ნადებს;
- პერიოდონტალური დაავადება.
გახსოვდეთ, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემთხვევაში დენტალური იმპლანტი სიცოცხლის ბოლომდე მოგემსახურებათ.
წყარო:
