ფეთქებადი ხასიათი

ფეთქებადი ხასიათი

რა სიმპტომებით ვლინდება ფეთქებადი ხასიათი?

თითქმის ნებისმიერი სოციალური ურთიერთობა მოიცავს გარკვეული დონის დაძაბულობასა თუ კონფლიქტს, თუმცა თუ ერთხელ მაინც გქონიათ კავშირი პიროვნებასთან, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფეთქებადი ხასიათი აქვს, გეცოდინებათ რა რთულ საკითხზე გვექნება სტატიაში საუბარი.

მნიშვნელობა არ აქვს ფეთქებადი ხასიათის მატარებელი ადამიანი სამსახურში გყავთ, სახლში თუ სამეგობროში - ერთი რამ გარდაუვალია, რომ ეს პირი ყოველთვის გამოიწვევს დისტრესსა და გაუგებრობას ირგვლივ.

ფეთქებადი ხასიათის მქონე პიროვნება ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე იმისთვის, რომ საზოგადოებაში გამოჩნდეს როგორც ძლიერი, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირულად, რადგან რეალურად თავს უმწეოდ გრძნობს და იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ყველაზე ბანალურ და უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი კონტროლს დაკარგავს.

გამიზნულად იქცევა ისე, რომ გარშემომყოფებს სიმშვიდე დაურღვიოს - ყოველთვის აქვს გეგმა, რომელიც კონფლიქტის გამოწვევისთვის ნაპერწკალი იქნება.

როდესმე ნაცნობი ადამიანისგან მიგიღიათ ისეთი ხმოვანი შეტყობინება ან იმეილი, რომელიც გამაღიზიანებელი ან დამაბნეველი იყო, თქვენში აღელვება გამოიწვია და მესიჯი სრულიად შეუფერებელ დროს გამოგიგზავნეს? ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ფეთქებადი ხასიათის მქონე პირისთვის; მნიშვნელოვან ღონისძიებამდე ან პროექტამდე ცოტა ხნით ადრე ხასიათის გაფუჭებაში ვერავინ აჯობებთ.

ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და სტრატეგიასაც ჩინებურად ადგენენ - ზუსტად იციან, რომ ყოველთვის არ შეიძლება ფეთქებადი ბუნება გამოავლინონ და მარტო რომ არ დარჩნენ, გეგმის მიხედვით, შარმსაც იყენებენ და გარშემომყოფთა მონუსხვაც არ უჭირთ. უცნაურია, მაგრამ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას ახერხებენ.

 

 

წყარო:

https://www.psychologytoday.com/us/blog/insight-is-2020/202209/4-signs-someone-explosive-personality