შეშუპებული ღრძილები

შეშუპებული ღრძილები

რა სიმპტომები ახასიათებს ამ დიაგნოზს?

შეშუპებული ღრძილები ღრძილების ანთებისა და ღრძილის სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. თუმცა ზოგჯერ ინფექციის, ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტისა თუ ჰორმონული დისბალანსის ფონზე ჩნდება.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ღრძილების შეშუპებისას შენიშნავთ, რომ ღრძილებმა მიიღო წითელი ან იისფერი შეფერილობა, გაწუხებთ სისხლდენა.

ღრძილების შეშუპებას იწვევს შემდეგი დენტალური პრობლემები:

  • ღრძილში უცხო სხეული გაიჩხირა;
  • ჩირქიანი კბილი;
  • ღრძილების ანთება;
  • პერიოდონტიტი;
  • ორთოდონტური მკურნალობა;
  • კარიესი;
  • ინფიცირებული კბილი;
  • ცუდად განვითარებული კბილების რიგი.

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • ვირუსული ინფექცია;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • არ მკურნალობთ დიაბეტს;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • სისხლის კიბო.

აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს თუ ღრძილების შეშუპება არ ალაგდა რამდენიმე კვირაში. სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს თუ გამოგივლინდათ ძლიერი ტკივილი, რომელსაც ვერ აყუჩებს მედიკამენტი.

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24907-swollen-gums