თუ ამ სიმპტომთაგან რომელიმე გეცნობათ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სამწუხაროდ, ბევრი მამაკაცი ექიმს მხოლოდ ტკივილის დროს მიმართავს - სავალდებულო ყოველწლიურ მონიტორინგზე საუბარიც ზედმეტია.
მედიკოსები ადასტურებენ, რომ ხშირად მამაკაცები კონსულტაციაზე პარტნიორის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ თუ მიდიან ან გაუსაძლისი ტკივილის, დისკომფორტისას. ფაქტია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ქალებთან შედარებით კაცებში 25%-ით ნაკლებია ექიმთან ვიზიტის მაჩვენებელი.
ყველაზე ხშირად კაცები აიგნორებენ ხალისა და კანის ცვლილებებს. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც მათი აზრით ნაკლებად მნიშვნელოვანია და რეალურად ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს, ხვრინვაა.
მამაკაცებო, კიდევ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც მნიშვნელოვანია და თუ გაწუხებთ უნდა მიმართოთ ექიმს:
• კუჭის მოქმედების ცვლილება;
• ხშირი გულძმარვა;
• წყურვილის ძლიერი გრძნობა;
• გულმკერდის ტკივილი;
• სუნთქვის უკმარისობა;
• მუდმივი დაღლილობა;
• მეხსიერების დაქვეითება;
• მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.
წყარო:
https://www.cedars-sinai.org/blog/10-symptoms-men-shouldnt-ignore.html
