ქოლანგიტი - როგორ მკურნალობენ სანაღვლე სადინრის ანთებას?

ქოლანგიტი - როგორ მკურნალობენ სანაღვლე სადინრის ანთებას?

რა არის ქოლანგიტი?

ქოლანგიტი ანთებითი პროცესია სანაღვლე სადინარში. 

მწვავე ქოლანგიტის მიზეზი ინფექცია ან ნაღვლის სადინრის ბლოკირებაა. ეს დიაგნოზი ემერჯენსი მდგომარეობაა, ანუ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. შესაძლებელია გქონდეთ ქრონიკული ქოლანგიტიც - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ღვიძლის დაზიანების რისკია მოსალოდნელი. 

სანაღვლე სადინრის ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა: 

• შეშუპების ფონზე ნაღველის გადინების ობსტრუქცია; 
• ანთება ორგანოებში; 
• ბაქტერიული ინფექცია; 
• ინფექციის გავრცელება სისხლის მიმოქცევის სისტემაში; 
• დანაწიბურება.

ქოლანგიტი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში, მაგალითად, ნაღვლის სადინარში ბაქტერიული ინფექციის დროს თუ ბაქტერია მიაღწევს ღვიძლს მარტივად აღმოჩნდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სისტემური ინფექციის მიზეზი გახდება - ჯაჭვური რეაქციის ფინალი ორგანიზმის შოკური რეაქცია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გათიშვა იქნება. 

მწვავე ქოლანგიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა არეში; 
• სიცხე; 
• სიყვითლე. 

ქრონიკული ფორმისას ვლინდება დამატებითი ნიშნები, კერძოდ: 

• დაღლილობა; 
• მუცლის შეშუპება; 
• ფეხების შეშუპება; 
• ცხიმოვანი დეპოზიტები კანქვეშ; 
• დიდი ზომის ვენები მუცლის გარშემო; 
• ღია ფერის განავალი და მუქი შეფერილობის შარდი; 
• დიარეა. 

როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ქოლანგიტის მკურნალობის პირველი მეთოდი სანაღვლე გზების დრენირებაა, ენდოსკოპიური გზით; ამის შემდგომ ინიშნება მკურნალობის დამატებითი კურსი. 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/cholangitis