მუქი ლაქები ფეხზე

მუქი ლაქები ფეხზე

ფეხზე ჰიპერპიგმენტაციას არაერთი მიზეზი იწვევს.

მუქი ლაქები შესაძლოა გაჩნდეს მზის, დიაბეტისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ეს სიმპტომი ბევრი ადამიანისთვის კარგადაა ნაცნობი - ძირითადად, მუქი ლაქების მიზეზია ის, რომ კანის ამ უბანში გაცილებით მეტი რაოდენობის მელანინი გამომუშავდება. სწორედ მელანინი აძლევს თქვენს კანს შეფერილობას; რაც უფრო მეტია მელანინი, მით მუქია კანის ტონი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფეხზე გაჩენილი მუქი ლაქები საშიში არ არის, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და უმჯობესია გადაამოწმოთ დერმატოლოგთან.

თუმცა ამ სიმპტომების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს:

  • ლაქები კანიდან ამოწეული/ამოზნექილია;
  • ხალმა შეიცვალა იერსახე;
  • მუქი ლაქები გაქვთ თითზე, ცხვირზე, ვაგინაზე, ანუსზე, ხელისგულზე, პირზე;
  • სხვა ტიპის და უჩვეულო დაზიანებები.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/symptom/dark-spots-on-legs#when-to-seek-care