როგორ ავირიდოთ თავიდან ფრჩხილის ინფექცია?

როგორ ავირიდოთ თავიდან ფრჩხილის ინფექცია?

პრევენციის მეთოდები.

ფრჩხილის ინფექციას სამედიცინო ენაზე პარონიქია ეწოდება. ბაქტერია კანში აღწევს კუტიკულასა და ფრჩხილის ნაკეცების გაჭრის/დაზიანების ფონზე. 

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინფექცია ეფექტურად იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით. როგორც წესი, პარონიქია არ იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. ზოგჯერ ინფექცია გაცილებით დიდხანს გრძელდება ან მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ხელახლა ჩნდება. 

ფრჩხილის ინფექციის პრევენციის მეთოდებია: 

• არ მოიკვნიტოთ ან არ დაღეჭოთ ფრჩხილები, ან ფრჩხილის გარშემომდებარე კანი
• რ მოიჭრათ ფრჩხილი ზედმეტად მოკლედ; 
• ყურადღებით იყავით ნუნების დამუშავებისას, საჭიროზე ზედმეტს ნუ ამოიღებთ;
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით; 
• ხელებისთვის შეარჩიეთ მსუბუქი საპონი - დასაბანმა საშუალებამ არ უნდა გამოგიშროთ და გაგიღიზიანოთ კანი; 
• თუ გამოგიშრათ დაიტენიანეთ ფრჩხილის არეც;
• თუ იცით, რომ ისეთ სივრცეში (გარემოში) მოგიწევთ მუშაობა, სადაც კონტაქტი გექნებათ წყალთან და ქიმიკალებთან აუცილებლად ისარგებლეთ წყალგაუმტარი ხელთათმანით. 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15327-nail-infection-paronychia