დენტალური იმპლანტები

დენტალური იმპლანტები

ყველაფერი, რაც გაინტერესებთ დენტალურ იმპლანტებზე.

დენტალური იმპლანტი დაკარგული კბილის ჩასანაცვლებელი ქირურგიული მეთოდია - იგი ძალიან გავრცელებული პროცედურაა და ეფექტური საშუალება იმ პირებისთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კბილის ამოღება მოუწიათ.

დენტალური იმპლანტის მქონე პირები აცხადებენ, რომ მას აღიქვამენ როგორც ბუნებრივ კბილს და დისკომფორტის შეგრძნება არ აქვთ. თუ სათანადოდ მოუვლით პირის ღრუს და დაიცავთ ყველა საჭირო ჰიგიენურ ღონისძიებას იმპლანტი სიცოცხლის ბოლომდე მოგემსახურებათ.

დენტალური იმპლანტით ანაცვლებენ დაკარგულ კბილს. კბილის დაკარგვის მიზეზი შესაძლოა გახდეს:

  • კარიესი;
  • ღრძილის დაავადება;
  • კბილის განუვითარებლობა;
  • კბილების კრაჭუნი;
  • კბილის გაბზარვა ტრავმის გამო და სხვა.

კბილის ამოღებისას/დაკარგვისას მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტი არ იჩენს თავს, არამედ მოსალოდნელია კვების, საუბრის პრობლემა.

დენტალური იმპლანტის სასარგებლო თვისებებია:

  • უმჯობესდება ღეჭვის უნარი;
  • თავდაჯერებულად იღიმით;
  • აღარ გიჭირთ მეტყველება;
  • ყბის ძვლის, ხაზის კონსერვაცია ხდება;
  • ერთხელ იმპლანტირების შემდეგ მუდმივად გაქვთ და ჩანაცვლებასა თუ სხვა სტომატოლოგიურ პროცედურებს არ საჭიროებს;
  • კარგია პროთეზის სტაბილურობისთვის.

თუ გაქვთ დენტალური იმპლანტი და გამოგივლინდათ რომელიმე ეს სიმპტომი აუცილებლად დაუკავშირდით სტომატოლოგს:

  • იმპლანტი მოირყა; 
  • სისხლდენა ღრძილიდან;
  • სიცხე;
  • ჩირქი იმპლანტის გარშემო;
  • შეშუპებული ღრძილი;
  • კისრის არეში ლიმფური კვანძების შესიება.

 

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/10903-dental-implants