რა არის ტრიპანოფობია?
ტრიპანოფობია ნემსის ძლიერი შიშია. ეს ფობია იმდენად მწვავეა, რომ ადამიანი შეძლებისდაგვარად თავს არიდებს ექიმთან კონსულტაციას, აშინებს ვაქცინაცია, სისხლის გადასხმა და სხვა ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც ნემსს საჭიროებს.
ტრიპანოფობიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- ნემსთან გაკავშირებთ უარყოფითი, ტრავმული შემთხვევა;
- ნემსის ფობიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ანამნეზში სხვა ისეთი ფობია, რომელიც დაავადებასთან, მედიცინასთანაა დაკავშირებული;
- შფოთვითი დარღვევა.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა;
- აჩქარებული გულისცემა;
- უძილობა;
- გულისრევა და ღებინება;
- დროებით იმატებს არტერიული წნევა;
- მომატებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ;
- ნემსის დანახვისას ნეგატიური ან ტრავმული სიტუაციები გახსენდებათ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22731-trypanophobia-fear-of-needles