ზედმეტად ბევრს ფიქრობთ ან ნებისმიერ საკითხს საჭიროზე მეტად აანალიზებთ, ფაქტობრივად, ჩაციკლული ხართ

ზედმეტად ბევრს ფიქრობთ ან ნებისმიერ საკითხს საჭიროზე მეტად აანალიზებთ, ფაქტობრივად, ჩაციკლული ხართ

ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხი გონებიდან არ ამოგდით?

სამწუხაროდ, ზედმეტი ფიქრით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება.

ტერმინი არასწორად არ გაიგოთ, დიახ, ტვინი აზროვნებისთვის გვაქვს, თუმცა ზედმეტი ფიქრი სულაც არაა საჭირო. მეცნიერებმა საინტერესო კვლევა აწარმოეს და საყურადღებო შედეგი მიიღეს, კერძოდ, 25-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანების 73% ქრონიკულად ჩაციკლულია რომელიმე თემაზე და იგივე პრობლემას აწყდება 45-დან 55 წლამდე პირთა 52%.

ზედმეტი ფიქრის, ანალიზის მიზეზი მრავალფეროვანია, არაერთი ფაქტორის ფონზე ჩნდება.

ეს დამოკიდებულება სერიოზულად ვნებს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას და უფრო უარესი ისაა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში გვიშლის ხელს. ზოგიერთ ადამიანს იმის ილუზიაც კი უჩნდება, რომ ზედმეტი ფიქრი და ანალიზი პროდუქტიულობის გამოხატულებაა - სინამდვილეში რეალობას სულ უფრო შორდებით და ერთხელაც შეიძლება განცდა გაგიჩნდეთ თითქოს რაღაც კონკრეტულ მომენტში გაიყინეთ.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • პერფექციონიზმი, თავს უფლებას არ აძლევთ შეცდომა დაუშვათ და ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით;
  • მუდმივი თვითკრიტიკა;
  • სხვა რამეზე უბრალოდ ვეღარ ფიქრობთ;
  • ვერ ახერხებთ მოდუნებას;
  • მუდმივად შფოთავთ და ნერვიულობთ;
  • თითქოს სპეციალურად ირჩევთ ისეთ საქმეს, რომელიც თქვენს კონტროლს არ დაექვემდებარება;
  • გაქვთ შეგრძნება რომ მენტალურად გადაიწვით.

ვლინდება შემდეგი ფიზიკური სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • მადის ცვლილება;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • კუნთების დაჭიმულობა.

წყარო:       

https://onebright.com/advice-hub/news/overthinking-symptoms-cbt-anxious-thoughts/