გულმკერდის ტკივილი ყავის გამო

გულმკერდის ტკივილი ყავის გამო

ყავა კოფეინის მაღალი შემცველობის გამო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

კოფეინის მიღებისას საყლაპავის მილის სფინქტერი დუნდება, რაც შესაძლოა მჟავა რეფლუქსის მაპროვოცირებელი მიზეზი გახდეს და გულმკერდის ტკივილად აღიქმებოდეს.

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში კოფეინს კარდიოვასკულარულ სისტემაზე მასტიმულირებადი გავლენა აქვს, შესაბამისად, მოსალოდნელია გულისცემის აჩქარება ან გულმკერდის ტკივილი და განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც ანამნეზში გულის დაავადებები თუ კოფეინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

გულმკერდის ტკივილის პრევენცია შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

  • შეამცირეთ ყავის დოზა;
  • მხოლოდ ყავის რაოდენობას ნუ გააკონტროლებთ და ასევე მაქსიმალურად შეზღუდეთ სხვა ნებისმიერი სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს;
  • ყავის მიღებამდე ჭამეთ - ნუ დალევთ ამ გემრიელ სასმელს ცარიელ კუჭზე;
  • დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
  • უპირატესობა მსუბუქ ყავას მიანიჭეთ.

წყარო:   

https://docus.ai/symptoms-guide/chest-pain-after-drinking-causes-and-seeking-relief