ციანოზის მკურნალობა - როდესაც კანი, ფრჩხილები ან ტუჩი ლურჯდება

ციანოზის მკურნალობა - როდესაც კანი, ფრჩხილები ან ტუჩი ლურჯდება

რა ტიპის მეთოდებია დანერგილი ციანოზის სამკურნალოდ?

ციანოზის დროს კანი, ტუჩი და ფრჩხილები მოლურჯო ეფერს იძენს - გამომწვევი მიზეზია სისხლში ჟანგბადის დეფიციტი; მოგეხსენებათ, ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები. 

ციანოზი საყურადღებო სიმპტომია და აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.

დიაგნოსტირების გასამარტივებლად მზად უნდა იყოთ პასუხი გასცეთ შემდეგ მნიშვნელოვან შეკითხვებს: 

• პირველად როდის გამოგივლინდათ ციანოზი; 
• ციანოზი მოულოდნელად გაჩნდა თუ დროთა განმავლობაში პროგრესირდა; 
• სხეულის რომელი ნაწილი/უბანი გილურჯდებათ; 
• ბოლო პერიოდში სადმე ხომ არ იმოგზაურეთ; 
• გიჭირთ თუ არა სუნთქვა; 
• ხომ არ გიშუპდებათ კიდურები; 
• ციანოზთან ერთად სხვა რა სიმპტომებს უჩივით. 

ექიმი დიაგნოსტირებისთვის დანიშნავს სხვადასხვა ანალიზს - დაკვირვების საგანია სისხლი, ფილტვი, გული.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პირველ რიგში ინიშნება ჟანგბადის თერაპიასისხლის ჟანგბადით მომარაგების მიზნით.

მკურნალობის სხვა მეთოდებია: 

• დაზიანებული უბნის გათბობა და დამასაჟება; 
• ანტიბიოტიკოთერაპია; 
• ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის კურსიდან ზოგიერთი მედიკამენტის ამოღება; 
• ინჰალატორი; 
• ქირურგიული ჩარევა. 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24297-cyanosis