სიფითრე, როგორც სიმპტომი.
სიფერმკრთალე ნიშნავს იმას, რომ კანი ან ლორწოვანი მემბრანები უფრო გაღიავდა, გაფერმკრთალდა. როგორც წესი, ეს სიმპტომი დროებითია და გამომწვევი მიზეზის მკურნალობის ფონზე ალაგდება.
დამახასიათებელია:
- თქვენი კანის ნორმალურ ტონთან შედარებით მონაცრისფრო ან უფრო ღია ფერის კანი;
- ფერმკრთალი ლორწოვანი მემბრანები.
თუ კანის სიფითრე დაავადების გამოა აღმოცენებული ამ სიმპტომთან ერთად შეგაწუხებთ სხვა ნიშნებიც, კერძოდ:
- გულმკერდის ტკივილი;
- აჩქარებული გულისცემა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ოფლიანი ან წებოვანი კანი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა.
გამომწვევი მიზეზებია:
- ემოციური რეაქცია შიშზე ან შოკზე;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- რომელიმე დაავადება.
სიფერმკრთალე შესაძლოა იყოს შემდეგი მდგომარეობების მანიშნებელი:
- ანემია;
- არტერიების დახშობა, სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემები;
- რესპირატორული პათოლოგიები;
- ცუდად იკვებებით;
- ტრავმის გამო დაკარგეთ სისხლი;
- სისხლში შაქრის დაბალი დონე;
- ქრონიკული ინფექცია;
- ზოგიერთი ტიპის კიბო;
- ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი;
- სხეულის მოყინვა;
- სიცხისგან (ცხელი ამინდი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა) დაუძლურება, გამოფიტვა.
წყარო: