წელის ხაზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა

წელის ხაზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა

წელის გარშემოწერილობაზე გავლენას ახდენს გენეტიკა, ცხოვრების წესი და ჩონჩხის/ძვლის ზომა.

წელის დიდი გარშემოწერილობა ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გაქვთ დაგროვილი მუცლის არეში, რაც სიმსუქნით პროვოცირებული პათოლოგიებისა თუ მდგომარეობების განვითარების რისკის წინაშე გაყენებთ.

მეორე ტიპის დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების რისკი მაღალია თუ კაცს წელის გარშემოწერილობა 101 სანტიმეტრზე მეტი აქვს, ხოლო ქალის შემთხვევაში სახიფათო ნიშნულია 88.9.

მედიკოსები ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას შეისწავლიან სხეულის მასის ინდექსის, წელის ხაზის, ასევე თეძოს, ბარძაყებისა და დუნდულების არეში დაგროვილი ცხიმის მიხედვით.

ბევრი მედიკოსი თანხმდება, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ჭარბი ცხიმი მუცლის არეში, რადგან სიმსუქნის ფონზე სხეულის ამ მიდამოში მდებარე შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი იზრდება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წელის გარშემოწერილობაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა, კერძოდ, სავსებით შესაძლებელია ადამიანმა ზედმეტი წონა დაიკლოს, თუმცა ვერ შეცვლის სხეულის ფორმასა და პროპორციებს.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/waistline#waistline-vs-belly-fat