ქაღალდით მიღებული ჭრილობა - დიახ, არ გეჩვენებათ, ძალიან მტკივნეულია

ქაღალდით მიღებული ჭრილობა - დიახ, არ გეჩვენებათ, ძალიან მტკივნეულია

თუ ერთხელ მაინც გაგჭრიათ ქაღალდით თითი გეცოდინებათ რამდენად მტკივნეულია.

დაზიანება პატარა და ზედაპირულია, თუმცა ძლიერ დისკომფორტს ვერსად გაექცევით.

ვინაიდან ხელებსა და თითებში დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებებია ეს არე ზედმეტად სენსიტიურია. თითებში კაპილარებიცაა, რაც სისხლდენის მიზეზი ხდება უმნიშვნელო ტრავმის გამოც კი.

ქაღალდით მიყენებული ჭრილობა ძლიერ ტკივილს იწვევს შემდეგი ანამნეზის დროს:

  • ნერვის დაზიანება;
  • შფოთვა;
  • დეპრესია;
  • ფიბრომიალგია.

დაუკავშირდით ექიმს თუ თითი ქაღალდით გაგეჭრათ და გაქვთ შემდეგი დიაგნოზი:

  • დიაბეტი;
  • იმუნოდეფიციტი;
  • ნეიროპათია.

ამ დაავადებების გამო ნებისმიერი ტიპის ჭრილობის შეხორცების პროცესი ჭიანურდება, შესაბამისად, დროული გამოჯანმრთელების ხელშეწყობისა თუ ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციისთვის აუცილებელია მედიკოსის ჩართვა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს ქაღალდისმიერი ჭრილობა ვერაფერს აკლებს და არ არის სერიოზული; 2-3 დღეში სპეციფიკური მკურნალობის გარეშე გამოკეთდებით და ტკივილის ინტენსივობაც შემცირდება.

 

წყარო:   

https://www.healthline.com/health/first-aid/why-paper-cuts-really-really-hurt#complications