მუცელი შეშუპებულია თუ სხეულის ეს არე ნორმასთან შედარებით დიდი ზომისაა.
ამ მდგომარეობის გამო შესაძლოა უჩიოდეთ დისკომფორტსა და ტკივილს.
შეშუპებული მუცლის ყველაზე გავრცელებული მიზეზი აირების დაგროვებაა, თუმცა სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ფაქტორების გამოც როგორიცაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაღვლის კენჭები, სითხის დაგროვება, ლაქტოზის აუტანლობა, სიმსუქნე, საკვერცხის კისტა, პანკრეატიტი.
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ მუცელი ზომაში იზრდება ან შეშუპებას თან ერთვის ისეთი სიმპტომები როგორიცაა სიცხე თუ გულისრევა.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ძლიერი დიარეას დროს ან მაშინ თუ განავალში სისხლი შენიშნეთ. ექიმის ჩარევაა საჭირო იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტი ვერ ჭამს ან ვერ იღებს სითხეს 8 საათზე მეტია.
წყარო: