ნაღვლის ჭვალი - ტკივილი მარჯვენა ნეკნის ბუდის ქვეშ

ნაღვლის ჭვალი - ტკივილი მარჯვენა ნეკნის ბუდის ქვეშ

რა არის ნაღვლის ჭვალი?

ნაღვლის ჭვალი პერიოდული მუცლის ტკივილია, რომელსაც იწვევს სანაღვლე ტრაქტის ობსტრუქცია. ძირითადად, დისკომფორტი შეიგრძნობა მარჯვენა ნეკნის ბუდის ქვეშ ან მარჯვენა მკლავში.

ნაღვლის ჭვალის ტკივილი არის შემდეგი ტიპის:

  • ეპიზოდური;
  • მუდმივი;
  • მწვავე.

ნაღვლის ჭვალს შესაძლოა ერთვოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გულისრევა და ღებინება;
  • რბილი მუცელი;
  • ოფლიანობა.

ბევრი ადამიანი უჩივის მუცლის ჭვალს ჭამის შემდეგ და განსაკუთრებით მაშინ თუ კერძი იყო ცხიმიანი ან მიირთვა ჭარბი ულუფა. ტკივილის ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს 20 წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ტკივილი არ ალაგდება რამდენიმე საათის შემდეგაც კი, სავარაუდოდ, გამომწვევი მიზეზი გაცილებით სერიოზულია.

ნაღვლის ჭვალის გავრცელებული მიზეზებია:

  • ნაღვლის კენჭი;
  • სტრიქტურა (შევიწროება);
  • სანაღვლე გზების დისკინეზია.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/biliary-colic