როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის ფრჩხილის გასქელება?

როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის ფრჩხილის გასქელება?

ფეხის ფრჩხილის გასქელება არც ვიზუალურადაა სასიამოვნო შესახედი და დისკომფორტის გამომწვევიცაა.

ძირითადად, ჩნდება სოკოვანი ინფექციის, ხანდაზმული ასაკის, ფსორიაზისა და სხვა ფაქტორების გამო.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ფრჩხილის არეში გამოვლენილი სიმპტომების სიმწვავეზე.

რეკომენდებულია ხშირად დაიმოკლოთ/მოიჭრათ ფრჩხილები, ასევე ხელები და ფეხები მუდმივად გქონდეთ მშრალი, სუფთა.

კარგი იქნება თუ კანს დაიტენიანებთ, რადგან ამ შემთხვევაში არ გექნებათ ნახეთქები, შესაბამისად, თავს დაიცავთ ფრჩხილის ინფექციისგან.

ფრჩხილის შესქელების პრევენციისთვის გირჩევთ:

  • ნესტიან გარემოში ყოველთვის გამოიყენეთ ხელთათმანი;
  • ნუ გამოიყენებთ სხვისი ფრჩხილის კლიპერს/საკვნეტელას;
  • ნუ გამოიყენებთ საერთო პირსახოცს;
  • საჯარო სივრცეში დაუშვებელია ფეხშიშველი სიარული;
  • ფრჩხილზე ნებისმიერი სახის კოსმეტიკური პროცედურა უნდა ჩაიტაროთ მხოლოდ ისეთ სალონში, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია და სერტიფიკატი;
  • მანიკური და პედიკური გაიკეთეთ ისეთ დაწესებულებაში, სადაც ინსტრუმენტების სტერილიზება ხორციელდება ყველა ნორმის დაცვით;
  • არ ჩაიცვათ სველი წინდა ან ფეხსაცმელი.

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/319847