დიახ, სავსებით შესაძლებელია შამპუნზე გქონდეთ ალერგიული რეაქცია.
ბევრი შამპუნი შეიცავს ისეთ ინგრედიენტს, რომელზეც ზოგიერთ ადამიანს მომატებული მგრძნობელობა აქვს. ალერგიული რეაქცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ალერგენი ორგანიზმში იჭრება და იმუნური სისტემა თავდაცვის მიზნით, მასთან ბრძოლას იწყებს.
ალერგიული რეაქციის გასანეიტრალებლად წყლით საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თავი და განსაკუთრებით სკალპის გაღიზიანებული არე - ეს შამპუნი, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია, აღარ გამოიყენოთ. თუ რეაქცია მწვავე სიმპტომებითაა გამოვლენილი სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
შამპუნზე ალერგია გაქვთ თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- სკალპის ან კისრის სიწითლე და გაღიზიანება;
- ქავილის ან წვის შეგრძნება;
- გაღიზიანებული არე შეშუპებულია;
- კანზე ერთგვარი კოპისმაგვარი გამონაყარი ან ბებერები;
- სკალპის სიმშრალე ან აქერცვლა;
- მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- კანის მწვავე გაღიზიანება;
- გამონაყარი ვრცელდება სხეულის სხვა არეზეც;
- სახლის პირობებში გატარებული მკურნალობის კურსის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
- გამოვლინდა ინფექციის ნიშნები.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი ნიშნებისას:
- სუნთქვის გაძნელება;
- შეგრძნება თითქოს ყელი დაგეხურათ;
- გიჭირთ საუბარი;
- ხველება;
- გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება;
- გიჭირთ გადაყლაპვა ან გაქვთ ნერწყვდენა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- გულის წასვლის შეგრძნება.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/allergic-reaction-shampoo-5216076