თუ ყელი მხოლოდ ღამით გტკივათ.
მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი მარტივი საკითხი როგორიცაა მთელი დღის განმავლობაში საუბარი ან სერიოზული ინფექცია. თუ სხვა სიმპტომებიც გაწუხებთ, მაგალითად, სიცხე ან ღამის ოფლიანობა, სავარაუდოდ, ყელის ტკივილი დაავადების გამოა გამოვლენილი.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ალერგია;
- პოსტნაზალური წვეთი;
- მშრალი ჰაერი ოთახში;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება;
- კუნთის დაჭიმულობა;
- ეპიგლოტიტი;
- ყელის ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია.
თუ ყელის ტკივილი დიდხანს გაწუხებთ რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ მიზეზი.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- სისხლი ნერწყვში ან ნახველში;
- ყლაპვის გაძნელება;
- შეშუპება ან ტკივილი, რომელიც გიზღუდავთ ჭამას, სმას, ძილს;
- უეცარი სიცხე;
- ბურთის შეგრძნება ყელში;
- წითელი გამონაყარი;
- გიჭირთ პირის გაღება;
- გიჭირთ თავის მოძრაობა;
- ნერწყვდენა;
- თავბრუსხვევა;
- სუნთქვის გაძნელება.
წყარო: