ყვითელი ან მწვანე ფერის ფრჩხილები.
რა არის ყვითელი ფრჩხილის სინდრომი? ეს დიაგნოზი უფრო სერიოზულია, ვიდრე ფერშეცვლილი ფრჩხილი, რომელსაც ვიზუალურად ხედავთ. სინდრომი იწვევს ფრჩხილის ცვლილებასა და რესპირატორულ სიმპტომებს. შესაძლოა ჩამოყალიბდეს შეშუპება, სითხის დაგროვება ქვედა კიდურებში. ყველაზე გავრცელებული ნიშანი სქელი, ყვითელი ფრჩხილებია - სავსებით მოსალოდნელია ფრჩხილი კანს მოსცილდეს.
სინდრომი აზიანებს ფრჩხილებს, ფილტვს, კიდურებს.
მეცნიერებისთვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რისკ-ფაქტორებად განიხილება სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფილტვში სითხის დაგროვება, ქრონიკული დაავადება, სახსრის ჩანაცვლება, დენტალური იმპლანტები.
ყვითელი ფრჩხილის სინდრომი განსაკუთრებით გავრცელებულია 50 წელს გადაცილებულ პირებში. იშვიათად, თუმცა ზოგჯერ პაციენტები პატარა ბავშვები არიან.
ეს სინდრომი ხშირად ფიქსირდება შემდეგი ანამნეზის დროს:
- ავტოიმუნური დაავადებები;
- კიბო;
- ნეფროტული სინდრომი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
ყვითელი ფრჩხილის სინდრომს ახასიათებს 3 მთავარი ტიპის სიმპტომი:
- ფრჩხილი ნელა იზრდება ან ზრდას წყვეტს. სქელდება, იძენს მოყვითალო ან მომწვანო შეფერილობას;
- სითხის დაგროვება და შეშუპება;
- რესპირატორული სიმპტომები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23009-yellow-nail-syndrome