ციანოზი - თუ კანმა, ტუჩებმა ან ფრჩხილებმა ლურჯი შეფერილობა მიიღო

ციანოზი - თუ კანმა, ტუჩებმა ან ფრჩხილებმა ლურჯი შეფერილობა მიიღო

რა არის ციანოზი?

ციანოზი არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ორგანოები, კუნთები, ქსოვილები საკმარისი რაოდენობით სისხლითა და ჟანგბადით ვერ მარაგდება.

ციანოზს იწვევს ბევრი მდგომარეობა და ზოგიერთი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს - როგორც წესი, პირველი დახმარება ჟანგბადის თერაპიაა.

ფიზიოლოგიურად, ნორმალურ მდგომარეობაში სისხლის წითელი უჯრედები ორგანოებს ჟანგბადით ამარაგებს. სისხლი წითელია, როდესაც ჟანგბადითაა სავსე. ჟანგბადით მდიდარი სისხლის ცირკულირებისას კანს აქვს ვარდისფერი ან წითელი შეფერილობა. როდესაც სისხლში ჟანგბადის დეფიციტია ჩნდება ლურჯი ან იისფერი ტონალობა.

შესაძლოა შენიშნოთ სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:

  • სხეულის დაბალი ტემპერატურა;
  • დაბუჟება ან ჩხვლეტა კიდურებში;
  • ხველება;
  • ხრინწიანი ხმა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევა;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • სისუსტე.

გამომწვევი მიზეზებია:

  • გაცვიათ ზედმეტად მოტკეცილი, მოჭერილი სამოსი, რომელიც არღვევს სისხლის მიმოქცევას;
  • იმყოფებით გარემოში, სადაც ჰაერის ზედმეტად დაბალი ტემპერატურაა;
  • დარღვევა, რომლის გამოც მიდრეკილი ხართ სისხლძარღვების შევიწროებისკენ;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • შეტევა;
  • ტოქსინები;
  • გულის პრობლემები;
  • ფილტვის დაავადებები;
  • სასუნთქი გზების პათოლოგიები.

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24297-cyanosis