თუ გარემოს ხმის გარეშე (ტელევიზორი, ვენტილატორი, მუსიკა) ვერ იძინებთ

თუ გარემოს ხმის გარეშე (ტელევიზორი, ვენტილატორი, მუსიკა) ვერ იძინებთ

მშვიდი ძილი აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.

თუ ერთი ადამიანი მარტივად, ბალიშზე თავის დადებისთანავე იძინებს, მეორესთვის ეს სერიოზული გამოწვევაა და ნახევარ ღამეს წრიალში, გაღიზიანებასა და უძილობაში ატარებს.

ბევრი ადამიანისთვის ჩვევად იქცა დაძინება გარემოს ხმაურში, მაგალითად, ტელევიზორის, ვენტილატორის, მუსიკის, თეთრი ხმაურის თუ სხვა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს არის ტრავმული რეაქცია იმ სიტუაციაზე, როდესაც პიროვნება თავს მიტოვებულად გრძნობს. ხმაური ერთგვარი ხრიკია ტვინისთვის და გზავნის სიგნალს თითქოს მარტო არ იძინებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი სულაც არ არის მარტო, თუმცა თავს მაინც მარტოსულად გრძნობს. მაგალითად, ამ თემაზე გახსნილ დისკუსიაში ზოგიერთმა მკითხველმა გულახდილად დააკომენტარა, რომ „თავს მარტო გრძნობს მიუხედავად იმისა რომ ქმარს გვერდით სძინავს“.

გარემოს ხმაური ერთგვარი მეთოდია რეალობისგან გასაქცევად - როგორც კი ხმა შეწყდება და სიმშვიდე დაისადგურებს, უსიამოვნო ფიქრები და ემოციები მთელი სიმძლავრით ამოტივტივდება.

თუ გარემოს ხმის გარეშე დაძინებას ვერ ახერხებთ და მიზეზი საყვარელ ადამიანთან დაშორება არ არის, სავარაუდოდ, სხვა რამ გაწუხებთ, რასაც გაურბიხართ.

 

წყარო:  

https://www.ladbible.com/news/health/sleeping-with-background-noise-explained-826333-20240904