ორგანოები და მომატებული სენსიტიურობა ტკივილზე.
მამაკაცები იტყვიან, რომ ეს პენისია, თუმცა სხვა ორგანოები გაცილებით მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, განვიხილოთ დეტალურად.
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ორგანიზმის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მეტად სენსიტიური თითების დაბოლოებაა. სწორედ ამიტომ არის რომ ისეთ უმნიშვნელო ტრავმას, როგორიცაა ქაღალდით მიყენებული, ტირილამდე მიჰყავხართ.
თითი დახუნძლულია ნერვის დაბოლოებებით, რომელიც ტკივილის სიგნალს გზავნის პირდაპირ ტვინთან. რაც მეტია ნერვული დაბოლოება, მით მეტია ტკივილის სიგნალები.
შემდეგ პოზიციაზეა წვივი, რადგან ეს უბანი ძალიან მცირე დოზით შეიცავს კუნთსა თუ ცხიმს, ანუ ორგანიზმის ამ მონაკვეთში ნაკლებია დამცავი გარსი.
ტკივილის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა შემდეგი არეც:
- ტერფის გულები;
- მუხლის წინა და უკანა მხარე;
- იდაყვის ნერვი.
წყარო:
https://www.menshealth.com/trending-news/a19520304/extremely-sensitive-body-parts/