ტკივილი მუცლის ზედა არეში - როდის გამოვიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

ტკივილი მუცლის ზედა არეში - როდის გამოვიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მუცლის ზედა არეში ტკივილის მიზეზია საჭმლის მომნელებელი ან ნაღვლის სისტემა.

თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომი სრულიად სხვა პრობლემის ფონზეა გამოვლენილი - მოგეხსენებათ, მუცლის ამ მიდამოში არაერთი სხვა ორგანო მდებარეობს.

აუცილებელია ზუსტად მიხვდეთ სად გტკივათ, მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში.

არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანისთვის რთულია დაადგინოს თუ რამდენად საშიშია მუცლის ტკივილი, მაგალითად, სერიოზული მდგომარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს უმნიშვნელო ყრუ ტკივილი, მაგრამ საკვებისმიერ მოწამვლას აუტანელი დისკომფორტი ჰქონდეს.

თუ მუცლის ტკივილი მუდმივად გაწუხებთ ან პერიოდულად გახსენებთ თავს აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შესაბამისი ლაბორატორიული და კომპიუტერული კვლევებით დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებთ თუ გაწუხებთ მწვავე ტკივილი ან ტკივილი უარესდება, ან ამ ჩივილს თან ერთვის შემდეგი ნიშნები:

  • სისხლი განავალში ან ნარწყევში;
  • მაღალი სიცხე;
  • თავბრუსხვევა ან დაბნეულობა;
  • სუნთქვის პრობლემა;
  • სიყვითლე;
  • ტკივილი მწვავდება ვარჯიშისას;
  • შეშუპება მუცლის არეში.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24736-upper-abdominal-pain