სქელი ფეხის ფრჩხილები

სქელი ფეხის ფრჩხილები

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

სქელმა ფეხის ფრჩხილებმა შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს და ვიზუალურადაც არ არის სასიამოვნო შესახედი. სოკოვანი ინფექცია, ხანდაზმული ასაკი, ფსორიაზი და სხვა არაერთი მიზეზი იწვევს ამ სიმპტომს.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ხელისა და ფეხის ფრჩხილები ძლიერი ბარიერია რბილ ქსოვილსა და გარემოს შორის, შესაბამისად, ამ არეში ნებისმიერი ცვლილება რისკის შემცველია.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • მარტივად მტვრევადი ფრჩხილები;
  • უსიამოვნო სუნი ფრჩხილიდან;
  • ადამიანს უჭირს ფრჩხილის მოჭრა;
  • ტკივილი ან დისკომფორტი;
  • ჭუჭყი ფრჩხილებქვეშ;
  • ფრჩხილების დაყოფა;
  • ფრჩხილის ზედაპირი ხდება უხეში, უსწორმასწორო, იქერცლება;
  • ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი შეფერილობა.

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • სოკოვანი ინფექცია;
  • ტრავმა;
  • ყვითელი ფრჩხილის სინდრომი;
  • ფსორიაზი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • პარონიქია.

წყარო: 

https://www.medicalnewstoday.com/articles/319847