კიდურის კრიტიკული იშემია - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

კიდურის კრიტიკული იშემია - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

კიდურის კრიტიკული იშემია პერიფერიული არტერიის დაავადების მწვავე სტადიაა.

ამ დიაგნოზის დროს კიდურებში სისხლის მიდინების/მიმოქცევის ნორმალური, ფიზიოლოგიური პროცესი მნიშვნელოვნადაა ბლოკირებული.

ექიმი კიდურის კრიტიკულ იშემიაზე ეჭვს მიიტანს სიმპტომებიდან გამომდინარე. ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრამა ან ულტრაბგერა.

ყველა ამ კვლევის მიზანია დადგინდეს:

  • სისხლის მიმოქცევის უნარი კიდურებში;
  • რამდენად სწრაფად ხორცდება ჭრილობა ან რატომ ჭიანურდება გამოჯანმრთელების პროცესი;
  • შევიწროებული ან ბლოკირებული არტერიების ხარისხი.

კიდურის კრიტიკული იშემია საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

მკურნალობისთვის რეკომენდებულია:

  • თრომბის საპრევენციო, არტერიული წნევის დამცევი და ქოლესტეროლის დამაქვეითებელი მედიკამენტები;
  • ენდოვასკულარული მკურნალობა ბლოკირებული არტერიების გასაფართოებლად ან ჩაჭედილი ფოლაქის ამოსაღებად;
  • ოპერაცია.

თუ ეს მეთოდები შედეგს არ გამოიღებს საჭირო გახდება თითის, ხელის, ფეხის ნაწილის ამოკვეთა. სტატისტიკის თანახმად, კიდურის კრიტიკული იშემიის დროს ყოველი 5 პაციენტიდან ერთი ამპუტაციას საჭიროებს. ანამნეზში დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდის ამპუტაციის რისკს.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23120-critical-limb-ischemia