კოლაგენი ყველაზე ჭარბი ცილაა ორგანიზმში.
კოლაგენია კუნთებში, ძვლებში, სისხლძარღვებში, კანში, მყესში, ორგანოებში, თმაში, ნაწლავის ამომფენში, შემაერთებელ ქსოვილებში, იოგებში.
კოლაგენის რაოდენობა მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.
კოლაგენის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ნაოჭები;
- გაშეშებული მყესი და იოგი;
- დასუსტებული კუნთები;
- სახსრის ტკივილი;
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
მედიკოსების აზრით, კოლაგენის დეფიციტის მიზეზი არაჯანსაღი რაციონია - ამ ცილას საჭირო ელემენტები სჭირდება.
სასურველია მიირთვათ:
- ქათამი;
- ძროხის ხორცი;
- თევზი;
- ლობიო;
- კვერცხი;
- ყველი და რძე;
- ციტრუსი;
- წითელი და მწვანე წიწაკა;
- პომიდორი;
- მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
- მთლიანი მარცვლეული;
- თხილეული;
- მოლუსკი.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/the-best-way-you-can-get-more-collagen