წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ეს სამკურნალო სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, ენერგიას გმატებთ, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, აქტიურადაა ჩართული ცხიმების ცვლაში, ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს სახის კანს და სხვა.
წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსია და სხვა სასმელით მის ეფექტს ვერ ჩაანაცვლებთ.
შეიძლება ადამიანი უჩიოდეს შიმშილის გრძნობას ან სრულიად უმიზეზოდ იყოს დაღლილი და ვერც კი აცნობიერებდეს, რომ ამ სიმპტომებს არა რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობა, არამედ ორგანიზმში წყლის დეფიციტი იწვევს.
სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით წყალს არ სვამს.
რამდენიმე სიმპტომი, რომელიც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის წყალს არ აწვდით:
- პირის სიმშრალე;
- მშრალი კანი;
- ძლიერი წყურვილის გრძნობა;
- თვალის სიმშრალე;
- სახსრების ტკივილი;
- კუნთოვანი მასის შემცირება;
- დაღლილობა;
- ძლიერი შიმშილის გრძნობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
- ყაბზობა (შეკრულობა);
- შარდის შემცირება.
წყარო:
https://www.lifehack.org/articles/lifestyle/14-signs-youre-not-drinking-enough-water.html